03, დეკემბერი 2020 17:11:00
თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატზე უარი განაცხადა. იგი ისევ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იქნება. დეპუტატობაზე უარს ამბობს და ისევ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი იქნება ჯაბა ფუტკარაძე. უმაღლეს საბჭოში არც თინათინ ზოიძე მიდის. იგი ძველებურად, მთავრობის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს. მათ მიერ მოპოვებულ მანდატებს, პარტიის პროპორციული სიიდან, რიგით მომდევნო კანდიდატები დაიკავებენ.