03, დეკემბერი 2020 17:26:00
წელს, ბათუმში, საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება. დაიდგმება მხოლოდ ნაძვის ხე და განათდება რამდენიმე ქუჩა. ქალაქის მერიამ, ამისთვის, ბიუჯეტიდან 503 ათასი ლარი გამოყო. აქედან დაიხარჯება თანხა, შემდგომ მათი დემონტაჟისთვისაც. წელს, პანდემიიდან გამომდინარე, არც საახალწლო ბაზრობები მოეწყობა. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ამჯერადაც ბულვარის შესასვლელში, შადრევნების წინ დაიდგმება.