04, დეკემბერი 2020 17:03:00
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი გამოსცა. აჭარის უმაღლესი საბჭო, ორი პარტიით დაკომპლექტდა. საკანონმდებლო ორგანოაში მანდატები „ქართული ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გადანაწილდა. 21-დან, 14 დეპუტატი ეყოლება მმართველ გუნდს, შვიდი კი ოპოზიცას. ოპონენტები ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება, თუმცა მანდატების შეჩერების მოთხოვნით ჯერჯერობით უსკოსთვის არ მიუმართავთ. საამისოდ კი ვადა დღესვე იწურება.