05, დეკემბერი 2020 11:37:00
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 5 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია - 158 154
- გამოჯანმრთელებულია - 129 210
- გარდაცვლილია - 1 462
- კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 325
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 4 067
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 671
- მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.