29, დეკემბერი 2020 21:59:00
ახალი წლის დადგომამდე 2 დღით ადრე საქართველოს ყველა მოქალაქეს ელექტროენერგიის ტარიფი უძვირდება. რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ სემეკმა სამომხმარებლო ტარიფი სამ-ნახევარი თეთრით, ხოლო არასაყოფაცხოვრებო გადასახადადი 11-დან 14 თეთრამდე გაზარდა. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ კომისიამ მსჯელობის პროცესში ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ თელასისა და ენერგო პრო ჯორჯიას მოთხოვნილი ყველა ხარჯის გათვალისწინება ვერ მოხერხდა. სინქ სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან თავად ის კომპანიები, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ეკონომიკურ კრიზისზე ღიად ალაპარაკდნენ. სხდომაზე მისულებმა დღეს არ დამალეს, რომ მათ მიერ შეთავაზებული პირობები, რომლის მიზანიც მდგომარეობის გამოსწორება იყო, კომისიამ უგულებელყო და სრულად არ გაითვალისწინა. სინქ ხელისუფლება ხალხისთვის დენის ხარჯების გადახდას ისევ ხალხის ფულით აპირებს, თუმცა რა მოხდება მაშინ, როცა სუბსიდირების პროგრამა შეწყდება - ეს ამ ეტაპზე გაურკვეველია. მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ გაზრდილი ტარიფი ბუნებრივად გამოიწვევს სხვადასხვა სახის პროდუქტის პირველ რიგში კი პურის გაძვირებას