10, იანვარი 2021 13:36:00
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს გუშინ PCR ტესტირება ჩაუტარდა, პასუხი უარყოფითია - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
დღეს, ასევე, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი კოვიდ უარყოფითია.
საპატრიარქოში PCR ტესტირება მას შემდეგ ჩატარდა, რაც პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.