14, იანვარი 2021 21:38:00
ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე პროგნოზირებს, რომ რუსეთი, ხორბლის მიწოდების ფასს ზრდის, რაც შესაბამისად საქართველოზე ნეგატიურად აისახება. ლევან სილაგავას განმარტებითვე, პარიზის ბირჟაზე დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასმა 220 ევროს მიაღწია, რაც ბოლო წლების განმავლობაში მაქსიმუმია. მისივე რწმუნებით, დასუბსიდირებული ფქვილის მიწოდების ვადა ქარხნებისთვის თებერვლიდან იწურება, რის შემდეგაც საჭირო გახდება ახალი ტენდერის გამოცხადება, წინააღმდეგ შემთხევაში კი შესაძლოა პურის ფასის გადახედვა გახდეს საჭირო.