14, იანვარი 2021 21:34:00
Human Rights Watch-ის ანგარიშში გასულ წელს მედიის თავისუფლებაზეა საუბარი. საზოგადოებრივი მაუწყებვლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთან მიმართებაში, ორგანიზაცია ზახს უსვამს 2020 წელს მაუწყებლის თანამშრიომლების მხრიდან გამართულ მდუმარე აქციებს. აღნიშნავს, რომ პროცესები ემსახურებოდა პროტესტს სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მენეჯმენტის სავარაუდო ჩარევის წინააღმდეგ. ორგანიზაცია წერს თანამშრომლების დათხოვნის ფაქტებზეც, რომლებიც პროტესტის შედეგი იყო, მათ შორის, სოციალურ ქსელში, საჯაროდ დაწერილი პოსტების საფუძველზე, რომლებშიც გაკრიტიკებული იყო კოლეგების მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზომები.
,,ჰუმან რაითს ვოჩ”-ის ანგარიშს, რომელშიც 2020 წელს აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ განხორციელებული რამდენიმე გადაწყვეტილებაა შეფასებული, აჭარის მაუწყებელი წერილობით გამოეხმაურა. "როგორც ჩანს, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც განსაკუთრებული ავტორიტეტითა და სანდოობით სარგებლობს, სამწუხაროდ, დაეყრდნო მხოლოდ ცალმხრივ, ანგაჟირებული პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რასაც, სიმართლესთან არავითარი კავშირი არ აქვს" - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.