15, იანვარი 2021 17:05:00
საარჩევნო სუბიექტებმა 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით 38.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, აქედან 17 მილიონზე მეტი, ანუ, 45% "ქართულ ოცნებაზე" მოდის. ციფრები, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დაითვალა. 6 მილიონი ლარით მეორე ადგილზეა პარტია "ლელო ", მესამეზე კი, საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია". 8 სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების მხოლოდ 10%, ანუ 3.7 მლნ ლარი მოდიოდა სახელმწიფო დაფინანსებაზე, 90% კი კერძო სექტორზე. ანგარიში, 8 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ფინანსური დეკლარაციებისა და წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესების ანალიზს ეყრდნობა.