15, იანვარი 2021 17:06:00
ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები პროტესტს ისევ აგრძელებენ. მომიტინგეები აჭარის მთავრობასთან კარვების აღებას არ აპირებენ. უცვლელად ითხოვენ ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას და ქვეყანაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. აქციის მონაწილეები, მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, 24 საათიან რეჟიმში არიან, თუმცა პოლიცია, მათ კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის არ აჯარიმებს.