15, იანვარი 2021 17:21:00
ხულოში, დიდაჭარა-საციხური-გელაურის საავტომობილო გზის დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გზაზე, ცალმხრივად მოძრაობა უკვე შესაძლებელია. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, სოფელ წონიარისის ხიდის მდგომარეობის შესწავლა, საპროექტო სამსახურმა უკვე დაასრულა. ვიდრე რეაბილიტაციის პორექტი შედგება და შესყიდვა განხორციელდება, ადგილობრივები, შემოვლითი გზით სარგებლობენ.