15, იანვარი 2021 21:15:00
ახლა კი უნდა გიამბოთ სოციალურად დაუცველ მარტოხელა დედაზე, რომელსაც სამი მცირეწლოვანი შვილის გამოკვება უჭირს. იგი ნაქირავებ სახლში ცხოვრობს, მისი შემოსავალი თვეში 300 ლარია აქედან კი ორას ლარს ქირაში იხდის. თეკლა დემურიას ორი შვილი ეპილეფსიითაა დაავადებული დედას, ექიმთან კონსულტაციის თანხაც არ აქვს.
საცხოვრებლად გაუსაძლის პირობებს, თეკლე დემურია სამ შვილთან ერთად წლებია მარტო ებრძვის. მის საკუთრებას არც ეს სახლი წარმოადგენს. ქირის გადახდას მხოლოდ ისეთი საცხოვრებლისთვის ახერხებს, რომელსაც არც სველი წერტილი აქვს და არც საცხოვრებლადაა საიმედო.
თეკლე, სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხება, ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 300 ლარია. ქირაში 200 ლარს იხდის. დარჩენილ ას ლარად, ორ, ქრონიკულად მოავადე შვილს უვლის. თავი, ძირითადად მეზობლების დახმარებით გააქვს.
ბავშვები, განათლების გარეშე იზრდებიან. მათ ინტერნეტი არ აქვთ.
მარტოხელა დედის საზრუნავია ცივ ამინდებთან გამკლავებაც. შეშის გარეშე, დღე ხშირად სრულდება. აღმოჩნდა, რომ თეკლეს არ აქვს ინფორმაცია, რომ მისი მიღება, წერილის საფუძველზე, ბათუმის მერიისგან შეუძლია.