20, იანვარი 2021 18:20:00
საქართველოში, ბავშვებში პოსტ კოვიდური გართულების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ბათუმშიც. როგორც პედიატრები ამბობენ, იგი ხშირ შემთხვევაში კორონავირუსზე უფრო რთულ ფორმებში ვლინდება. ძირითადი სიმპტომებია: ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა და კანზე გამონაყარი. მისი პირველი სიმპტომი, კოვიდ-19-ის გადატანიდან ორგანიზმში 4-5 კვირის შემდეგ იჩენს თავს. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 კვირაზე დიდხანს გრძელდება.