20, იანვარი 2021 17:08:00
აჭარის მუნიციპალიტეტებს ა(ა)იპების შენახვა წელიწადში, 41 მილიონ ლარზე მეტი უჯდებათ. ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. კვლევის მიხედვით, რეგიონის 6-ვე მუნიციპალიტეტში, სულ 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, სადაც 6 ათას 991 პირია დასაქმებული. თანამშრომელთა სტატისტიკა 2016 წელთან შედარებით, გაზრდილია. არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ მათი შენახვისთვის, 41 მილიონი ლარის ხარჯვა გაუმართლებელია, მითუფრო იმ პირობებში, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სოციალური და სხვა პრობლემების მოგვარება, მუნიციპალიტეტებში ვერ ხერხდება.