20, იანვარი 2021 21:20:00
კრიმინალური სუბკულტურა ციხეში. პენიტენციურ დაწესებულებებში „ციხის მაყურებლების" გაძლიერებაზე ომბუდსმენი ალაპარაკდა. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებზე, მუქარას ე.წ. მაყურებლების მიერ მართული პატიმართა ჯგუფი ეწევა. სახალხო დამცველი ხელს თეა წულუკიანისკენ იშვერს და ამბობს, რომ აგრესიის წამხალისებელი იუსტიციის ყოფილი მინისტრია. ლომჯარია, პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორსაც უპირისპირდება და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.
კრიმინალური სუბკულტურა ციხეში - სახალხო დამცველი, პენტენციურ დაწესებულებეში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს. ამბობს, რომ ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართულმა პატიმრებმა, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერი თავდასხმები და მუქარები დაიწყეს. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მას სახელმწიფო ციხის შიგნიდან კრიმინალებს უპირისპირებს.
სახალხო დამცველი, ციხეებში შექმნილ ვითარებაზე, პასუხისმგებლობას, იუსტიციის ყოფილი მინისტრს და დღეს უკვე ქართული ოცნების დეპუტატს-თეა წულუკიანს აკისრებს. ამბობს, რომ იგი, ერთ-ერთი წამქეზებელია. ლომჯარია, პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორსაც უპირისპირდება და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. ამბობს, რომ სპეციალური წერილი უკვე შესულია პროკურატურაშიც, ინფორმაცია მიწოდებულია ელჩებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც.
სახალხო დამცველი განცხადებას, აბსურდულს უწოდებენ პენიტენციურ სამსახურში. აცხადებენ, რომ ლომჯარი ტყუის და კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში არ არსებობს, რომ პატიმრების მხრიდან ომბუდსმენის მიმართ უკმაყოფილება მათი, მხოლოდ პირადი განწყობაა.
ლომჯარიას განცხადება არც მმართველ გუნდს მოეწონა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ფაქტი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან წახალისებული ვერ იქნება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პრობლემის სისტემურობას გამორიცხავს.
ციხეებს, ადმინისტრაციების ნაცვლად და ზოგადად, ქვეყანას, რომ ე.წ შავი სამყარო მართავს, ოპოზიცია უკვე დიდი ხანია საუიბრობს. აცხადებენ, რომ კრიმინალთან შეერთებით, ქვეყანა 90-იანი წლების ვითარებას დაუბრუნდა.
სახალხო დამცველის აპარატი პატიმრებთან ინდივიდუალური შეხვედრების შეწყვეტას არ აპირებს. მიუხედავად იმისა, ლომჯარია დარწმუნებულია, პატიმართა უფლებების ეფქტიანი დაცვა გართულდება, ამბობს, რომ ვიზიტების მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების შემთხვევაში განახორციელებს.