21, იანვარი 2021 12:08:00
2020 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში ცნობილია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შუახევის ყოფილი მერი 1 000 ლარით დააჯარიმეს.
საჯარო სამსახურის ბიუროს ცნობით, ფრიდონ ფუტკარაძეს დოკუმენტაციაში მონაცემები არასრულად ჰქონდა შევსებული:
1. შეუსაბამობა თანამდებობის პირის უძრავ ქონებაში;
2. ცდომილება თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის ნაშთში;
3. დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის ანაზღაურება.