21, იანვარი 2021 14:03:00
2020 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში ცნობილია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ა(ა)იპ - „ბათუმის საცხენოსნო კლუბის" დირექტორი 500 ლარით დააჯარიმეს.
საჯარო სამსახურის ბიუროს ცნობით, ბექა ხაბაძეს დოკუმენტაციაში მონაცემები არასრულად ჰქონდა შევსებული:
1. დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის საბანკო ანგარიშები;
2. დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის ანაზღაურება;
3. ცდომილება თანამდებობის პირის ხელშეკრულების საგნის ღირებულებასა და მატერიალურ შედეგში;
4. ხელშეკრულების წარმოუდგენლობა;
5. დეკლარაციაში არ არის მითითებული ხელშეკრულება.