22, იანვარი 2021 17:30:00
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, რომელიც ბათუმში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი იყო , თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა ავტოსკოლის "C" და "D" კატეგორიის ყალბი მოწმობები, თითქოსდა მოქალაქეს გავლილი ჰქონდა სატვირთო მანქანის და ავტობუსის მართვის შესაბამისი კურსები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.