22, იანვარი 2021 16:45:00
გამოძახებულ მისამართზე მისასვლელად, სასაწრაფო დახმარების ჯგუფს, სამაშველო სამსახურის დახმარება დასჭირდა. ქობულეთში, სოფელ ქვედა აჭყვაში სამედიცინო დახმრების მანქანამ გზის გაგრძელება უამინდობის გამო ვერ შეძლო. ადილზე მეხანძრე-მაშველები მივიდნენ. პაციენტამდე დარჩენილი ორკილომეტრიანი გზა ფეხით გაიარეს. 70 წლის ხანდაზმული, სახლიდან მანქანამდე საკაცით, ასევე ქვეითად წამოიყვნაეს და სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.