22, იანვარი 2021 21:15:00
მედია-წიგნიერება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია მედია გზავნილების ანალიზის, მათი წარმოების ტექნიკის, აუდიტორიაზე ზეგავლენის და ამ ზეგავლენის შედეგების კრიტიკული შეფასება. აგრეთვე მისი მეშვეობით შესაძლებელია მასობრივი ინფორმაციის სივრცეში არსებული ყველა ჟანრის ან ფორმატის მედია-პროდუქციის შექმნა. როგორ უნდა გავარჩიოთ ცრუ და ნამდვილი ინფორმაცია? ჩემი კოლეგა არკვევდა.
21-ე საუკუნეში ადამიანი მუდმივადაა დაკავშირებული ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებთან. ინფორმაციას იღებს ტელევზიით, რადიოთი, ინტერნეტ პლატფორემებით, სოციალური ქსელით. იღებს ყველგან, ქუჩაში, მანქანაში, სახლში, სამსახურში. ხშირად ეს ინფორმაციები მცდარია და კონკრეტული დაინტერესებული პირების მიერ დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. ყალბი ინფორმაციის მიღება შესაძლოა ძალიან ცუდი, ხშირად სავალალო შედეგითაც დასრულდეს. ეს კიდევ სხვა თემაა.
ინფორმაციის ის ნაკადები, რომლებსაც ადამიანები დღის განმავლობაში ეცნობიან სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებითა და მეტწილად სოციალური ქსელების მეშვეობით, შესაძლოა, აღმოჩნდეს ყალბი და სინამდვილესთან საერთო არ ჰქონდეს. სწორედ ასეთი ტიპის სიახლეს კითხულობს ახლა ლუკა. მისი თქმით, გამოქვეყნებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა.
მიუხედავად იმისა, დეზინფორმაციის და დეზინფორმატორების არსებობა ყველას სმენია, შეცდომაში მაინც ხშირად შედიან. ე.წ. "ფეიკ ნიუსების" სხვერპლი ..... გახმხდარა.
როგორც გაარჩიოს ტყული ნამდვილი ამბავისგან, იგი ახლა სპეციალურად სწავლობს და სხვებსაც ასწავლის. ცდილობს ინტერნეტში მიგნებული ინფორმაციის წყარო გადაამოწმოს, შეამოწმოს, ვინ წერს და როგორია მისი ავტორიტეტი. უკვე გამოიმუშავა უნარი, აარიდოს თავი სკანდალურ სათაურებს. დეზინფორმაციისგან თავის დაღწევის ტექნოლოგიებს, ახალგაზრდებს სოფიო ქარცივაძეც უხსნის.
მედიაცნობიერების ამაღლებაზე, ბათუმის ამერიკული კუთხე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. მიზნობრივი პროექტი გულისხმობს ისეთი უნარების გამომუშავებას, რომლითაც მხოლოდ იმ ინფორმაციის მიღებას და დამახსოვრებას შეძლებთ, რომელიც ნამდვილი და უტყუარია. იგი ასევე გულისხმობს, იმის სწავლებასაც, თუ სად და როგორ შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც სანდო იქნება და დარწმუნებული იქნებით, რომ შემდგომში, დეზინფორმაციის ტირაჟირებას ხელს არ შეუწყობთ.
იმისათვის, რომ არ დარჩეთ მოტყუებული, სპეციალისტები ამბობენ, რომ გადაამოწმოთ ფაქტები. გადაამოწმეთ, ასევე გავრცელებული ინფორმაცია მიმდინარე ამბავია თუ უკვე კარგად დავიწყებული.