25, იანვარი 2021 16:38:00
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, განათლების მინისტრთან ერთად ბათუმის №6-ე, ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა. შენობაში ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები განთავსდება და იქნება სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის. განხორციელდება სკოლის ეზოს და ღია სპორტული მოედანის მოწყობა. პროექტის ღირებულება 3მლნ-მდე ლარს შეადგენს. აჭარაში, მიმდინარე წელს, 10 სკოლის მშენებლობა და 40 სკოლის რეაბილიტაცია დაგეგმილი.