26, იანვარი 2021 12:15:00
ბათუმში ცოტა ხნის წინ ავტო სახელოსნოში ხანძარი იყო. გ. ასლან აბაშიძის ქუჩაზე არსებული ობიექტის დიდი ნაწილი დაიწვა. ცეცხლმა რამდენიმე სარემონტო ავტომობილი გაანადგურა. დამწვარია ხელსაწყოებიც. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია, მომხდარის დროს არავინ დაშაებულა.