26, იანვარი 2021 17:35:00
შსს-მ COVID-19-ის წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციების დარღვევის ათას 368 ფაქტი გამოავლინა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 133 ფიზიკური პირი დააჯარიმა. ეს გასული დღის მონაცემებია. გარდა ამისა, ბოლო 24 საათში, პოლიციამ, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, სანქცია ათას 235 ფიზიკურ პირს დააკისრეს.