26, იანვარი 2021 17:32:00
ახლა კი გაგაცნობთ როგორია ეპიდვითარება რეგიონში. ბოლო 24 საათში, აჭარაში, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში, მკურნალობის კურსს 219 პაციენტი გადის. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსი 72-მა ადამიანმა დაამარცხა.