26, იანვარი 2021 21:15:00
დედა, რომელიც შვილის გადასარჩენად 25 წელია იბრძვის. მიშიკოს ცერებრალური დამბლა აქვს. იგი ამ ეტაპზე მხოლოდ ეტლიდან გადასვლას და ყავარჯნებით გადაადგილებას ახერხებს. 25 წლის ბიჭს წინ კიდევ ორი ოპერაცია ელოდება. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი კი ყავის ბიზნესია. ყავის პატარა დახლი, ზურაბ გორგილაძის და 26 მაისის კვეთაში მდებარეობს. მაღაზიაში მიშიკოს დედა მუშაობს. ყავასაც სწორედ თავისი შვილის სახელი ჰქვია.
ლია ბერიძე უკვე 8 წელია ყავის წარმოებითაა დაკავებული. იგი მხოლოდ ნალექიანი ყავის რეალიზაციას ეწევა. მარცვალს თავად ფქვავს. ასე ცდილობს შვილის ოპერაციისთვის თანხა შეაგროვოს. სახელიც შესაბამისი დაარქვა - მიშიკოს ყავა.
მიშიკოს ცერებრალური დამბლა აქვს. იგი ამ ეტაპზე მხოლოდ ეტლიდან გადასვლას და ყავარჯნებით გადაადგილებას ახერხებს. ყავის რეალიზაციით მიღებული შემოსავლით რომ ოპერაციისთვის საჭირო თანხას კიდევ დიდხანს ვერ შეაგროვებს, დედამ ზუსტად იცის. მიშა უკვე 25 წლისაა. მას ოპერაცია თურქეთში უნდა გაუკეთდეს.
დამოუკიდებლად გადაადგილებასთნ ერთად, მიშიკოს წერა-კითხვაც უჭირს. რაც კარგად გამოსდის, სიმღერაა, ამიტომ სურს, შესაბამისი განათლებაც მიიღოს. ტექსტებს, ზეპირი მოსმენით იმახსოვრებს.
ვისაც მიშიკოს ყავის სურნელი გაინტერესებთ, ბათუმში, ზურაბ გორგილაძისა და 26 მაისის კვეთაში მდებარე სავაჭრო ობიექტს უნდა მიაკითხოთ.