27, იანვარი 2021 17:16:00
სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა - საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელებულ პორექტს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნო. გიორგი სურმანიძე, ხელვაჩაურში, ერთ-ერთ გამარჯვებულ ბენეფიციარს ესტუმრა. თამარ ბოლქვაძემ, ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე დანადგარები და ინვენტარი შეიძინა. "სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის" საგრანტო პორგრამას, ა(ა)იპ "აგროსერვის ცენტრი" ახორციელებს. თანადაფინანსების ოდენობა 26 ათას 300 ლარს შეადგენს.