17, თებერვალი 2021 17:15:00
უწყვეტი პროტესტის 106 დღე ღია ცის ქვეშ. აჭარის მთავრობის სახლთან ისევ გაშლილია კარვები. მომიტინგეები პროტესტს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს უცხადებენ. აცხადებენ, რომ ადგილზე მანამდე იქნებიან, სანამ რიგგარეშე არჩევნები არ ჩაინიშნება და ცესკო-ს ადმინისტრაცია არ შეიცვლება.