17, თებერვალი 2021 16:35:00
დღეს აჭარაში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჯამში რეგიონში ვირუსი 35 ათას 285-მა მოქალაქემ დაამარცხა. გამოვლინდა 32 ახალი შემთხვევა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება ოთხი ინფიცირებული. კოვიდ კლინიკაში სამკურნალოდ 167 ადამიანი რჩება .