დაორთქლილი მინები ცუდია ხილვადობისთვის და ავარიის რისკს ზრდის. იცით, როგორ უნდა განვდევნოთ ავტომობილიდან სინესტე? საიდან მოდის სინესტე მანქანაში და როგორ უნდა განვდევნოთ ის? გადავწყვიტეთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მოგცეთ. ამ პრობლემას ძალიან მარტივი მიზეზები აქვს. სიცივეში და სველ ამინდში მინები უფრო სწრაფად იორთქლება. ავტომობილში სისველე ტანსაცმლიდან და ფეხსაცმლიდან აღწევს და განსაკუთრებით ღამით ბატონობს ცივ მინებზე. და თუ მანქანაში სინესტემ დაისადგურა, იოლად აღარ მიდის.
თუ გვინდა, რომ ინტერიერი მშრალი იყოს:
- უმეტეს შემთხვევებში, სინესტის მთავარი გამომწვევი მიზეზი სალონის დაბინძურებული ფილტრია ხოლმე.
- ასეთ დროს მხოლოდ ფილტრის გაწმენდა არ არის საკმარისი - ის უნდა შეცვალოთ. სალონის ფილტრის შეცვლას 30 წუთი ჭირდება. ის ან საქარე მინის ქვეშ, ანაც სახელთათმანის (”ბარდაჩოკის”) უკან იქნება. სალონის ფილტრი ზოგადად ყოველ 15 000 კილომეტრზე უნდა გამოიცვალოს. ფასი: 20 ლარიდან.
- მაგალითად, საბარგულში, რომელსაც ყურადღებას იშვიათად ვაქცევთ. ამოიღეთ ყველაფერი და კარგად გაამშრალეთ საბარგულის მთლიანი განყოფილება.
- ასეთი ბალიშების ფასი 20 ლარიდან იწყება. ისინი სინესტეს ჰაერიდან იწოვენ. როდესაც ”გაივსება”, ბალიშს ცალკე გააშრობთ და კიდევ გამოგადგებათ.
- ახადეთ კაპოტი და შეამოწმეთ, რა ხდება საქარე მინის ქვეშ მდებარე სადინრებში. იქ, დროთა განმავლობაში ფოთლები და ათასი ნაგავი გროვდება, რის შემდეგაც წყალი აღარ გადის. გაასუფთავეთ სადინრები ჭუჭყისგან.
- მოუარეთ რეზინებს კარებზე, მინებზე და ლუქებზე. მას სპეციალური საცხი უნდა წაუსვათ, რომელიც საკმაოდ იაფია.
- აი, ასეთ სადინრებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. იქ წყალი თავისუფლად უნდა გაედინებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად შემოაღწევს ინტერიერში.
- თოვლიან და წვიმიან ამინდში, მანქანის ინტერიერში სინესტე ფეხსაცმელებით შეგაქვთ. ასეთ დროს, უმჯობესია, რეზინის სადებები გქონდეთ.
- არსებობს სპეციალური აქსესუარები, რომელთა მეშვეობით, მინებს სიმშრალეს შეუნარჩუნებთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუკი მინებს და რეზინებს უვლით კიდეც.
- სრული დაბერვით საქარე მინისკენ! მხოლოდ ასე და მხოლოდ კონდიციონერის ჰაერი (მაღალი ტემპერატურა) გააშრობს დაორთქლილ მინას ყველაზე სწრაფად.
- პანიკაში ნუ ჩავარდებით, ყველა პრობლემა მოგვარებადია! უნდა გაწმინდოთ და გააშროთ საფუძვლიანად.
დასკვნა: პირველ რიგში გამოცვალეთ სალონის ფილტრი. და შეცვალეთ ის რეგულარულად, ყოველ 15 000 კილომეტრზე. მოუარეთ რეზინებს. სინესტეს ავტომობილში არაფერი ესაქმება - დაორთქლილი მინები და ხილვადობის შეზღუდვა საკმაოდ სახიფათოა!
წყარო: autobild.ge