01, მარტი 2021 11:26:00
გარეთ უკვე სიცხეა და დროა, შეგახსენოთ, რომ ასეთ სიცხეში გარკვეული ნივთების ავტომობილში დატოვება არ შეიძლება.
ყველაფრის ჩამონათვალი, რაც ზაფხულში, ასეთ სიცხეში თქვენს ავტომობილში არ უნდა დატოვოთ:
- სანთებელა - ფეთქებადია
- გაჯეტი - შეიძლება აფეთქდეს
- რძის ან რძე-მჟავა პროდუქტები - შეიძლება შეღებოს მთელი სალონი
- დეოდორანტი, ანტიპერსპირანტი, სპრეი - შეიძლება აფეთქდეს
- ბანკის ბარათები - შეიძლება დადნეს
- პომადა, კრემი, კოსმეტიკა - შეიძლება ისეთივე კვალი დატოვოს, როგორც იოგურტმა გააკეთა
- ლუდი და გაზიანი სასმელი - მაღალ ტემპერატურაზე შეიძლება ”სუიციდი” განახორციელონ და მთელი სალონი დასვარონ
- სათვალე - ზაფხულში სათვალე მძღოლისთვის უმნიშვნელოვანესი ნივთია. სალონში სიცხემ შეიძლება ჩარჩო დაადნოს.
- და ბოლოს, ყველაზე მთავარი!
- ბავშვები - არასდროს, რამდენიმე წუთითაც კი არ დატოვოთ სიცხეში მანქანაში ბავშვები!