02, მარტი 2021 21:15:00
გაგარძელდება თუ არა დიალოგი მმართველ პარტიასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის? მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველო დატოვა, „ქართულმა ოცნებამ“ ტონი შეცვალა და რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე შეთანხმება გამორიცხა. ხელისფულების შეცვლილი პოზიციიის გამო, ოპონენტები დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბნენ და იმ ნაბიჯებზე იმსჯელეს, რამაც ხელი დიალოგის დაწყებას უნდა შეუწყოს. ოპოზიციის შეფასებით, ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ უკან დახევას და ხალხის მოსმენას არ აპირებს, თუმცა მათივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების წნეხის ფონზე, მმართველ პარტიას კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა მოუწევს.