03, მარტი 2021 16:58:00
ოპოზიციამ გადაწყვიტა, დაგეგმილი აქციების გადადოს. ამბობენ, რომ ხელისუფლებას, არ მისცემენ საშუალებას, თქვას, თითქოს მოლაპარაკეკების წინააღმდეგი არიან. ამ არგუმენტით, აქციები 16 მარტამდე აღარ გაიმართება. ეს ის ვადაა, რა დროშიც, გეგმის მიხედვით, მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს. ცალკეულმა პარტიებმა, შესაძლოა დამოუკიდებელი აქციები გამართონ, თუმცა შეთანხმებაა, რომ იგი არ იქნება პარლამენტთან, მთავრობის და პოლიციის შენობებთან. გამონაკლისია ხვალინდელი დღე. მანქანებით დაგეგმილი მსვლელობა მოეწყობა.