04, მარტი 2021 17:05:00
სოციალურ ქსელში, მშობლის მიერ გადაღებული ვიდეო ვრცელდება, რომელზეც მოსწავლეთა ტრანსპორტირებაა ასახული. კადრებში ჩანს, რომ პატარა მიკროავტობუსით, დასაშვებზე მეტი მოზარდი მგზავრობს, დაუცველია სოციალური დისტანცია, ბავშვებს არც პირბადე აქვთ. სკოლის დირექტორი მომხდარზე პასუხისმგებლობას ირიდებს და ირწმუნება, რომ ტრანსპორტის მოსწავლეებით გადატვირთვა მოქალაქეების დაუმორჩილებლობამ გამოიწვია. კერძოდ, იმ ბავშვის მშობლები, რომლებსაც არ ეკუთვნოდათ, სახცხოვრებელი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე სარგებლობა, მძღოლს გზა გადაუკეტეს და აიძულეს აეყვანათ იმაზე მეტი მგზავრი ვიდრე ეკუთვნოდათ. ნათელა ტაკიძის განმარტებით, მძღოლს მომხდართან დაკვშირებით, გამაფრთხილებელი საყვედური გამოუცხადა.