04, მარტი 2021 16:35:00
თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროების და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და საპრივატიზაციო პოლიტიკის გააქტიურება. აჭარის მტავრობის თავმჯდომარის თქმით, საჭიროა უფრო გაბედული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უნდა გაძლიერდეს უფასო ხვნა-თესვის პროგრამა, რომლითაც თითოეულმა ფერმერმა უნდა ისარგებლოს. რაც შეეხება პანდემიის მართვას, მან ასევე აღნიშნა, რომ სისტემამ შეძლო დიდ დატვირთვას გამკლავებოდა.