04, მარტი 2021 21:45:00
საქართველოში ფასების გაძვირება ყველა სახის პურ-ფუნთუშეულს შეეხო, მათ შორის შოთის პურს. ამ ეტაპზე, საფასური 1 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს. მეწარმეები ამის მიზეზად გაძვირებულ გაზის გადასახადსა და ფქვილის ფასს ასახელებენ. ამბობენ, რომ სხვა შემთხვევაში საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ.
ტრადიციული ქართული პურის ღიებულება, პანდემიამდე, 80 თეთრიდან ჯერ ერთი ლარი გახდა, დღეს კი ღირებულებამ ერთ ლარსა და 20 თეთრს მიაღწია. თონეში ამბობენ, რომ იძულებული გახდნენ შოთის ფასი გაეზარდათ, რადგან გაუძვირდათ ფქვილი.
ერთი, 50 კილოგრამიანი ტომარა პურის ფქვილის ფასი 25 დან 30 ლარამდე გაძვირდა. თუ მას აქამდე 48-50 ლარად ყიდულობდნენ, დღეს 75-80 ლარის გადახდა უწევთ. ამას, ელექტოენერგიის გაზრდილი გადასახადიც ემატება.
გარდა შოთის პურისა, გაძვირდა ლობიანი, ხაჭაპური და სხვა მზა ცომეული, რომელიც თონეებშ იყიდება. მეწარმეები, მომხმარებლების სიმცირეს უკვე განიცდიან. 250-ის ნაცვლად, ახლა დღეში შეიძლება მხოლოდ 150 ცალი პური გაყიდონ. ამბობენ, რომ თუკი ფასები არ დარეგულირდება, მზა საკვებზე ფასის გაზრდა ისევ მოუწევთ. გაზრდილი ფასების და ნაკლები მომხმარებლის პირობებში, დახურვის საფრთხის წინაშეც რჩებიან.
მეწარმეების არგუმენტებს ამყარებენ ეკონომისტებიც. ია კაციას ამბობს, რომ ფქვილი, ბოლო დროს საქართველოში რუსეთიდან შემოდის, რუსეთის ბაზარზე კი ფქვილის ფასი საკმაოდ მაღალია. სპეციალისტის თქმით, იმისათვის, რომ ეკონომიკის დაღმასვლა არ გაგრძელდეს და მინიმუმ, ფასების სტაბილუობა შენარჩუნდეს, სახელმწიფომ, ადგილობრივი წარმოების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.
2021 წლის თებერვალში საქართველოში წლიურმა ნფლაციამ 3, 6 მეათედი პროცენტი შეადგინა. ამ მაჩვენებელში ძირითადი ფორმირება სურსათის ჯგუფში შემავალ პროდუქტებზე ფასების ზრდამ იქონია. განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რომ ფასი 8,7 მეათედი პროცენტით გაიზარდა პურპროდუქტებზე.