08, მარტი 2021 21:22:00
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირება რამდენიმე ადამიანის მძიმე ფიზიკური ტრავმებით დასრულდა, მათ შორის არიან "რუსთავი 2-ის", "ტვ პირველისა" და "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფები. ისინი სმედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა, ორი დიაკვნისთვის მსახურებაში მონაწილეობის აკრძალვას მოჰყვა. ადგილზე შეკრებილი მრევლი ითხოვს, ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქია დაუყოვნებლივ დატოვოს. მარტვილში მომხდარი ფაქტები დანაშულის ნიშნებს შეიცავს - აცხადებენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“. ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ითხოვს შეისწავლოს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხეულის დაზიანების ფაქტები.