06, აპრილი 2021 21:10:00
ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. დღევანდელი მონაცემებით რეგიონის მასშტაბით , ასტრაზენეკათი და ფაიზერით სულ 1200მდე მოქალაქეა აცრილი. ანტივაქსერული განწყობების ფონზე, საკმაოდ მცირეა იმ ადამიანთა წილი, ვინც იმუნიზაციის პროცესში ერთვება. საინტერესოა, რა შეგრძნებები აქვთ ადამიანებს, რომლებმაც დაძლიეს დილემა, ეჭვები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგნელების რეკომენდაცია გაითვალისწინეს?
70 წლის დალი ალანია კოვიდ საწინააღმდეგო აცრისთვის, ბათუმში, ფოთიდან ჩამოვიდა. მიზანი, სიმშვიდე და პანდემიის თავიდან არიდება იყო. იმუნიზაციის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აკვირვებს. . ამბობს, რომ პოსტვაქცინაციურმა პერიოდმა გართულებების გარეშე ჩაიარა.
„ასტრაზენეკათი“ აიცრა მიხეილ მურადაშვილიც პრეპარატის დასახელება მისთვის გადამწყვეტი არ იყო. გრიპის აცრას ყოველ წელს იკეთებს და ამ შემთხვევაშიც, მისი ასაკობრივი კატეგორიის დაშვებისთანავე დარეგისტრირდა. იმუნიზაციის შემდეგ, თავს კარგად გრძნობს. ახარებს ფაქტი, რომ ამიერიდან, ახლობლებთან შიშის გარეშე იკონტაქტებს. მისი თქმით, თუ აქამდე ცდილობდა იზოლირებულად ყოფილიყო, ახლა, ოჯახის წევრებთან, ძველებური სითბოს გამოხატავის შესაძლებლობა ექნება.
პანდემიის საწინააგმდეგო აცრა აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა დეპუტატმაც ჩაიტარა. ირაკლი ჩავლეიშვილი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით აიცრა. გეგმიურ ტესტირებებზე, პასუხი ყოველჯერზე უარყოფითი მისდიოდა. თუმცა, ფიქრობს, რომ სიფრთხილის მიუხედავად, მეტი უსაფრთხოებისთვის იმუნიზაციის პროცესი აუცილებელია.
ერთ-ერთი პირველი მეიკოსი, ვინც რეგიონში ვაქცინაციის პროცესის დაწყებისას აიცრა, ნანა ჯინჭარაძეა. იგი ფიქრობს, რომ საზოგადოებაში ვაქცინაციის პროცესისადმი ნდობის გაზრდისთვის, მაგალითი, თავად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უნდა გახდნენ..
საქართველოში, კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ამ ეტაპზე, ორი პრეპარატით „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ მიმდინარეობს. ჯერჯერობით, იმუნიზაციის პროცესი მედპერსონალსა და 55 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს უტარდებათ. იმ პირებს, რომლებიც, უკვე აიცრნენ, განმეორებითი ვაქცინაცია 6 კვირაში შეეძლებათ.