07, აპრილი 2021 11:21:00
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 245 პაციენტი მკურნალობს და მათგან 1 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 552 პირი. 106 ადამიანი იმყოფება რეგიონის კოვიდსასტუმროში.