07, აპრილი 2021 17:38:00
Facebook-მა ქართული მარშის გვერდები წაშალა. კომპანია, გადაწყვეტილების მიზეზად, ანგარიშებზე გამოყენებულ სიძულვილის ენას ასახელებს. ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობებით ცნობილი ულტრანაციონალისტური გაერთიანების 23 ანგარიში, 24 გვერდი, 12 ჯგუფი და 11 ინსტაგრამი გაუქმდა. კომპანიის განცხადებით, ციფრული გამოძიების ლაბორატორიის მკვლევარებმა, კონკრეტულ ინდივიდებსა და ქართულ მარშს შორის საეჭვო კავშირები იპოვეს. განცხადებაში წერია ისიც, რომ გაუქმებულ გვერდებზე ქართული მარშის პოპულარიზაციასთან ერთად, „პოსტტვ“-სა და ამავე არხის წამყვანის, შალვა რამიშვილის პოსტები ზიარდებოდა..