07, აპრილი 2021 17:35:00
საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ გადატანის ფაქტი გამოვლინდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელებმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვეყანაში, დაახლოებით 952 ათასი ლარის ღირებულების სხვადსხვა სახის პროდუქცია კანონმდებლობის დარღვევით შემოიტანეს. გამოძიება 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.