07, აპრილი 2021 17:20:00
აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების 61 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 24 პაციენტი. კლინიკა დატოვა -14-მა ადამიანმა. კრიტიკულად მძიმეა ერთი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობას 245 პაციენტი გადის. შეგახსენებთ, ქობულეთსა და ბათუმში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით „ფაიზერით“ - 672, „ასტრაზენეკათი“ კი - 642 პირია აცრილი.