07, აპრილი 2021 21:45:00
განათლების მიღება რომ ბავშვის ფუნდამეტური უფლებაა, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა როგორც ჩანს, ქართულ რეალოაბში ეს ბოლომდე გათავისებული მაინც არ არის. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების
სრულფასოვან ინტეგრირებაზე სახელმწიფომ ზრუნვა 2004 წელს დაიწყო, თუმცა როგორც ჩანს, პროგრამებთან ერთად, წლებმა ბევრი ვერაფერი შეცვალა. მართალია, ინკლუზიური ბავშვები ჩვეულებრივ, საჯარო სკოლაში დადიან, თუმცა მშობლები მენტალურ პრობლემებს პედაგოგებთან აწყდებიან. მათ ნაწილს ვერ გაუგია, ან არ უნდა გაიგოს, რას ნიშნავს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვისთვის, იყოს სკოლის მოსწავლე და რამდენად მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა. ის რაც განათლებაში პრიორიტეტია, პედაგოგთა ნაწილისთვის კი ტვირთი, როგორია რეალობა,
10 წლის დავითის სპეციალური დიაგნოზის გამო, დედა ფიქრობს, რომ იგი, სრულ საშუალო განათლებას ვერ მიიღებს. შვილის ქცევითი აშლილობის გამო, მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესზე დედის დასწრებას ითხოვენ. გვიყვება, რომ ბავშვი პედაგოგებისა და მოსწავლეების მხრიდან ბულინგის მსხვერპლია და სკოლიდან, ხშირად, ატირებული მოდის.
პედაგოგების მხრიდან სსმ და შშმ მოსწავლეების მიმართ აგრესიიის გამოხატვაზე, ბავშვთა უფლებადამცველიც საუბრობს. თკო აბაშიძე ამბობს, რომ ხშირად სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები, ასეთი ბავშვების საგანმანათლებლო დაწესებულებიდან წასასვლელ პირობებს განზრახ უქმნიან. მისი შეფასებით, მსგავსი მიდგომა მოზარდებს ცხოვრების არასწორ ორიენტირს აძლევს. ამ კატეგორიაში, ხშირია, ნაადრევი ქორწინების ფაქტებიც.
ფსიქოლოგები, ამ მიმართულებით, პედაგოგების გადამზადება აუცილებლობად მიაჩნიათ. ნინო დოლიძის თქმით, ასეთ მოსწავლეებთან, მათზე მორგებული მუშაობის პრინციპის დანერგვაა საჭირო. სპეციალისტი ამბობს, რომ ქცევითი აშლილობის ბავშვებში, არასწორი მიდგომები, კიდევ, უფრო ნეგატიურად ასახება. ქცევითითერაპევტი თვლის, რომ სრული განათლების მიღების უფლება ყველა ბავშვს აქვს.
სსმ და შშმ ბავშვებისთვის, ადაპტირებული და მათზე მორგებული სასწავლო პროცესი, ბათუმში, მხოლოდ 26-ე სკოლაშია. ამის მიუხედავად, აქაც ამბობენ, რომ მოსწავლეებს, რომლებსაც საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა უჭირთ, მეცხრე კლასიდან, საშუალო განათლების მიღების შეწყვეტას ურჩევენ. თუმცა, აქვე ამბობენ იმასაც, რომ ქალაქში, ინკლუზიურ საჭიროებებზე მორეგებული საგანმანათლებლო დაწესებულება მრავლად უნდა იყოს.
რა მიდგომები აქვს განათლების სისტემას სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან? არიან თუ არა ინფორმირებულნი, ამ მიმართულებით, სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე? იგეგმება თუ არა კონკრეტული ნაბიჯები ხარვეზების აღმოსაფხვრელად? ამ და სხვა კითხვებზე საპასუხოდ, აჭარის განათლების სამინისტროში, მზად არ აღმოჩნდენენ.