09, აპრილი 2021 17:23:00
10 აპრილი, საქართველოში, გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დღეს, ღამის 12 საათიდან, 24 სათის გაბმავლობაში სახელმწიფო დროშები დაეშვება. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა. შეგახსენებთ, 7 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მდინარე ენგურმა, 4 ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილების ნათესავების ინფორმაციით, გალის მკვიდრები, შემოვლითი გზით, ზუგდიდში გადმოსვლას ცდილობდნენ. რა დროსაც, სავარაუდოდ, მდინარე ადიდდა და დინებამ ოთხივე მათგანი გაიტაცა.