09, აპრილი 2021 21:25:00
უცნობის „მარადისობის დღე“ დასრულდა. გია გაჩეჩილაძემ ხალხი დღეს დედაქალაქში შეკრიბა. აქციაზე კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ: სსპებიდან და აიპებიდან. როგორც თანამოაზრეები ამტკიცებდნენ, პროტესტი აპოლიტიკური იყო, თუმცა ძირითადად იქ პოლიტიკური განცხადებები ისმოდა. განსაკუთღებული აგრესია იგრძნობოდა კრიტიკული მედიისა და ოპოზიციის მიმართ. სად არის უცნობისეული სიყვარული? დაფრინავს თუ ღმერთშია?
„შეკრების მთავარი მიზეზი პატრიარქის მხარდაჭერაა“ - ასე გამოეხმაურა გია გაჩეჩილაძე, დედაქალში გამართულ მისსავე კონცერტს. თუმცა ფაქტია, რომ გზავნილები სხვაგვარი ჰქონდა. უცნობისა და მხარდამჭერების პროტესტი იმ პოლიტიკურ პარტიებს ეძღვნებოდა, რომლებიც მათივე განმარტებით, არა ხალხისთვის, არამედ ძალაუფლებისთვის იბრძვიან. გაჩეჩილაძემ პოლიტიკური სპექტრისა და მედიასაშუალებების დღის წესრიგი ხალხის განწყობებს აცდენილად შეაფასა.
მდუმარე აქცია, საპატრიარქოსთან, მსვლელობით გაგრძელდა. თუმცა, როგორც თავად განმარტეს, პროტესტი, მედიის მიმართ დაივიწყეს. არა და, შეკრებილები, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.
დედა-ენის ბაღში გამართულ შეკრებაზე, გია გაჩეჩილაძემ ქართველი ერის მარადისობის დღე დააფუძნა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი მიზანი, ორგანიზებული საზოგადოებრივი ძალის შექმნაა, რომელიც ქვეყნის ცივილიზებული განვითარებისთვის იბრძოლებს.
მომღერალმა, გია გაჩეჩილაძემ, თანამოაზრეებთან ერთად, ევროპის მოედანზე აქცია დღეს გამართა. უცნობმა, ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერაც დატოვა - ღმერთი სიყვარულია.