12, აპრილი 2021 18:15:00
დეიდის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია. წარსულში ნასამართლევმა, 26 წლის კაცმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას ნათესავი, ცივი იარაღის გამოყენებით, ზურგის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული, 7-დან 15 წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.