12, აპრილი 2021 21:58:00
მოქალაქეები კორონავირუსის მესამე ტალღის მოლოდინში და ხელისუფლება, რომელმაც არ იცის როგორ დაეხმარება კრიზსში მყოფ მოსახლეობას. ადგილობრივები ისეთი რეფორმები შემუშავებას ითხოვენ, რომ ინფიცირების შემთხვევების მიუხედავად, ქვეყანაში „ლოქდაუნი“ აღარ გამოცხადდეს. ამბობენ, რომ იმ ფინანსურ ზარალს, რაც პანდემიის პირველი ტალღისას მიიღეს, დღემდე ებრძვიან. როგორ გეგმავს რეგიონის მმართველობა, შესაძლო მესამე ტალღის გამოწვევებთან გამკლავებას?
ლუბა ეფიმენკო 6 შვილის დედაა, ამბობს, რომ კორონავირუსის პირველი ტალღის შემეგ, ოჯახში, გაჩენილი ეკონომიკური კრიზისი ცხოვრებას დღემდე ურთულებთ. რეგულაციების გამო, ერთი წელია, ვეღარ მუშაობს. სოციალური დახმარება, რომელსაც 8 წევრიანი ოჯახი იღებს, გაზრდილი ფასების ფონზე, საკვებისთვისაც აღარ ჰყოფნის. შიშობს, რომ თუკი ქვეყანაში, ვისურის მესამე ტალღა დაიწყება მცირეწლოვან შვილებთან ერთად შიმშილი ემუქრება.
მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომ სიღარიბის ზღვარზეა ამაზე ნათია დიასამიძეც საუბრობს. ამბობს, რომ ოჯახების დიდი ნაწილი მესამე ტალღის შემთხვევაში უმუშევრობას ვეღარ აიტანს. მისი თქმით, ხელისუფლებამ ისეთი რეფორმები უნდა შემუშაოს, რომ ინიფიცირების შემთხვევების მიუხედავად, ლოქდაუნი აღარ გამოცხადდეს. გვიყვება, რომ ერთჯერადი დახმარებები, რომელიც ხალხის მცირე ნაწილმა მიიღო, საკმარისი არ აღმოჩნდა. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება, მომდევნო ტალღას, კიდევ უფრო, მოუმზადებელი ხვდება.
ბოლო, ორი კვრის განმაბვლოაბში, რეგიონში, ინფიცირების მზარდი სტატისტიკაა. ამ ფონზე, რამდენად მზადაა ჯანდაცვის სამინისტრო, თუკი, ვირუსის გავრცელების კიდევ უფრო დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდება? აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მესამე ტალღას მომზადებული შეხვდებიან. ისინი მოქლაქეებს, მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად, მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
რა ფორმით დაეხმარება მთავრობა მოსახლეობას მესამე ტალღის შემთხვევაში? აჭარის ერთპარტიული უმაღლესი საბჭოს დეპუტატს კითხვაზე პასუხი არ აქვს. რა ზომებს მიიღებენ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად, ილია ვერძაძე ვერ გვიკონკრეტებს.
როგორ გაუმკლავდება, რეგიონის მმართველობა, შესაძლო მესამე ტალღის გამოწვევებს? ამ კითხვით, აჭარის მთავრობასაც მივმართეთ. აქ, მხოლოდ, წერილობით გვიპასუხეს, რომ მომავალშიც სავარაუდოდ, მოწყვლად ჯგუფებს, მხოლოდ, სასურსათო კალათებით და მედიკამენტებით დაეხმარებიან. საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი უწყება, დამატებითი დეტალების გასაგებად, ამ და სხვა თემებზე, თვეების მანძილზე, ჩვენს კითხვებს არ პასუხობს.