21, აპრილი 2021 16:55:00
„ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია მისი ამ მდგომარეობაში ნახვა“ - ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბათუმის ბულვარის დირექტორის გათავისუფლების საკითხს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, იგი ირაკლი ჯინჭარაძის დამშვიდებას ელოდება, რის შემდეგაც პირადად გაესაუბრება. ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ჯინჭარაძის გათავისუფლება მის ხმაურიან განცხადებებს, რიჟვაძე ამტკიცებს, რომ დირექტორის პოზიცია აუდიტის დასკვნის საფუძველზე დაატოვებინეს და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. რატომ არ მოხდა რეაგირება არჩილ ჩიქოვანის შემთხვევაში, რომელსაც აუდიტმა გაცილებით კრიტიკული დასკვნა დაუდო - თემის კომენტირება რიჟვაძემ ამ შემთხვევაში არ ისურვა. შეგახსენებთ, ბათუმის ბულვარის დირექტორი, თანამდებობიდან 12 აპრილს გაათავისუფლეს, რასაც წინ ჯინჭარაძის სკანდალური განცხადება უძღვოდა.