04, მაისი 2021 17:04:00
გასულ თვეში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, დაახლოებით, 40 პროცენტით, ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა. ინფორმაციას, საქატატი ავრცელებს. 12.3 პროცენტით გაძვირდა ტკბილეული. ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე ფასებმა 10.1 პროცენტით მოიმატა. პურისა და პურ-პროდუქტების ღირებულება კი, წლიურ ჭრილში, 6.4 პროცენტითაა გაზრდილი.