07, მაისი 2021 17:48:00
მოტყუებული 12 ოჯახი და შეცვლილი ხელშეკრულების პირობები. ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს 152 ნომერში მცხოვრებლები კერძო კომპანაის უჩივიან. მოქალაქეები “ნიუ ფარმაცევტიკალის“ ხელმძღვანელობისგან იმ ფართობების უკან დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც მას სამი წლის წინ კორპუსის მშენებლობის მიზნით გადაუფორმეს. გაფორმდა ხელშეკრულებებიც, თუმცა ინვესტორს დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ამ დრომდე არ დაუწყია. აქციის მონაწილეებს აღარც იმის უფლება დარჩათ, რომ საკუთარი ქონება სურვილისამმებრ განკარგონ, ამას ემაატება გაზრდილი კომუნალური გადასახადებიც.
ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსი შპს „ნიუ ფარმაცევტიკალს“ უნდა აეშენებინა. როგორც აქციის მონაწილეები ყვებიან, კომპანიის ხელძმღვანელობა მათთან სასურველი წინადადებებით მივიდა: შეთანხმება ასეთი იყო: 12 ოჯახს მისთვის ქონება უნდა გადაეფორმებინა, სანაცვლოდ კი აშენებულ სახლში ფართობებს მიიღებენდნენ. ირაკლი მიქელაძეს მშენებლობა 2018 წელს, ხელშეკრულებების გაფორმებიდან რამდენიმე თვეში უნდა დაეწყო, თუმცა ადგილობრივები მოტყუებულები აღმოჩნდნენ.
იმის გამო, რომ 12 ოჯახის საკუთრება ინვესტორის სახელზეა რეგისტრირებული, კომუნალური გადასახადები ახლა უკვე გაორმაგებული რაოდენობით მისდით. ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს 152 ნომერში მცხოვრებლები ყვებიან, რომ ქონებას საკუთარი სურვილისამებრ ვერ განკარგავენ, შესაბამისად, მოლაპარაკებებს ვერც სხვა ინვესტორთან აწარმოებენ. ისინი საკუთარი ფართობების უკან დაბრუნებას ითხოვენ.
ინვესტორი მოქალალაქეების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ კი კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, დავას სასამართლოს გზით გააგრძელებენ.
უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ მოქალაქეების პრეტენზიები საფუძვლიანია. თამაზ ბაკურიძე ადგილობრივ ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ბრალდების ადრესატს პრეტენზიები უსაფუძვლოდ მიაჩნია. შპს-ს დირექტორი ქონების უკან დაბრუნებაზე უარს არ ამბობს. რაც შეეხება მშენებლობის გაჭანურების საკითხს: ირაკლი მიქელაძემ ამ შემთხვევაში თავი პანდემიით იმართლა.
რატომ არ გასცა ბათუმის მერიამ ნებართვა მშენებლობაზე ან რა ბედი ელით მოქალაქეებს, რომლებიც დახმარებას სახელმწიფოსგან ითხოვენ? უწყებაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.