07, მაისი 2021 21:45:00
ქობულეთში პრობლემები ამით არ სრულდება. მუნიციპალიტეტი დღეს საპროტესტო აქციის ეპიცენტრი იყო. ყოფილი სტატისტიკის შენობაში, თვითნებურად შესახლებულებმა ფართობების დაკანონება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ყურადღების გარეშე 12 ოჯახია დარჩენილი. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების რეაგირებას წლებია უშედეგოდ ელოდებიან.
ქობულეთში, ყოფილი სტატისტიკის სამსახურის შენობაში თვითნებურად შესახლებულებმა, კიდევ ერთი, აქცია გამართეს. 12 ოჯახი ფართობების დაკანონებას ან ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითხოვს. მათი თქმით, შენობა ისე გასხვისდა, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 615 ათას ლარად გაყიდა. ადგილობრივების თქმით, შენობის გასხვისება ქობულეთის მერის პირად ინტერესს უკავშირდება. აქ მცხოვრებლები შიშობენ, რომ ღია ცის ქვეშ დარჩენა ენმუქრებათ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 12-ვე ოჯახი სოციალურად დაუცველია.
სოციუალურად დაუცველები თავიანთი პრობლემის მოგვარებაში შუამდგომლობას მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატებს, სთხოვენ. თვითნებურად შესახლებულები ამბობენ, რომ ზაალ მიქელაძე და ცოტნე ანანიძე, საკითხს კარგად იცნობენ. გვიყვებიან, რომ წინასაარჩევნო კამპანიის - „კარდაკარის“ დროს, დეპუტატები, პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ.
ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭში, ცოტნე ანანიძე ამბობს, რომ საკითხზე, აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, მუშაობენ. დეპუტატი ირწმუნება, რომ შენობის გასხვისების მიუხედავად, მოქალაქეებს ქუჩაში დარჩენის საშიშროება არ ემუქრებათ.
აქციის მსვლელობისას, მოქალაქეებმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისგან, საკითხზე სასაუბროდ, მოლაპარაკების გამართვის
შეთავაზება მიიღეს. თუმცა, მოგვიანებით, ჯაბა ფუტკარაძემ, შეხვედრა გადაიფიქრა.